რეზონანსი
20.12.2023

კორექტული არ არის იმ ხალხს, ვინც ეს-ესაა კანდიდატის სტატუსი მოგცა, უთხრა: - შენ რომ ცოტა ხნის წინ სტატუსის მისაღებად მეხმარებოდი და პირობებს მიყენებდი, თურმე უპრეცედენტოდ უვარგისი ყოფილა, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეფასებებს.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა არის არის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის წესი, არამედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და პარტიების დაფინანსების წესი.

„ირაკლი კობახიძეს მოვუსმინე, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ამბობდა: - ადრე ცუდი სისტემა შემოგვტენეს და ამ შემოტენილ ცუდ სისტემას არ მივიღებთო.

კორექტული არ არის, რომ იმ ხალხს, ვინც ეს-ესაა კანდიდატის სტატუსი მოგცა, უთხრა, შენ რომ ცოტა ხნის წინ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მეხმარებოდი და პირობებს მიყენებდი, თურმე ის უპრეცედენტოდ უვარგისი ყოფილა და მის გამოსწორებაზე ვზრუნავთ. ეს არც ერთი ნორმალური ადამიანისთვის მისაღები არგუმენტი არ არის.

პრობლემას მე იმაში ვხედავ, რომ სხვადასხვა თანამდებობის პირები, რომელთაც სხვადასხვა პარტიების მხრიდან მაღალი ნდობა სჭირდება, კონსენსუსის გარეშე ინიშნებიან", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×