რეზონანსი
19.12.2023

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვსა და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს დაავალა უკრაინაში მობილიზაციის ყოვლისმომცველი გეგმის მომზადება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"საკითხი ძალიან მგრძნობიარეა. სამხედროებმა მომმართეს ჩვენი სახელმწიფოს დაცვისა და პოტენციური კონტრშეტევის საკითხთან დაკავშირებით, იმ დეფიციტზე, რომელიც არსებობს და მათი შეხედულება იყო, მათ შემოგვთავაზეს დამატებით 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება", - აღნიშნა ვოლოდიმირ ვზელენსკიმ.

"ეს ძალიან სერიოზული რიცხვია. მე ვთქვი, რომ მეტი არგუმენტი მჭირდება ამ მიმართულების მხარდასაჭერად, ვინაიდან ეს, პირველ რიგში, ხალხის საკითხია, მეორეც, სამართლიანობის საკითხია. ეს არის თავდაცვისუნარიანობისა და ფინანსების საკითხი", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკის თქმით, ასეთი რაოდენობის ხალხის მობილიზება უკრაინას დამატებით 500 მილიარდი გრივნა დაუჯდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×