რეზონანსი
19.12.2023

ჩვენ ვცხოვრობთ სტრატეგიული კონკურენციის სამყაროში. ჩვენ არ ვადარებთ ერთმანეთს რუსეთისა და ჩინეთის სიტუაციებს. გვაქვს შეშფოთება უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს. ამ კუთხით, გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებს და ჩვენს მოკავშირეებსაც კი შესაძლოა, უფრო კომპლექსური ურთიერთობა ჰქონდეთ ჩინეთთან, რადგან ჩინეთი გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა, იყოს პარტნიორი, შესაძლოა, იყოს გლობალური მოთამაშე, რომელთანაც ჩართულობა შესაძლებელია, - ამის შესახებ ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მთავარია ბალანსი ურთიერთობებში.

„ნატო არის ჩართული ჩინეთთან, მაგრამ ამასთანავე მხედველობაში უნდა მივიღოთ ფაქტი, რომ ის წარმოადგენს უსაფრთხოების ნაწილში გამოწვევას, განსაკუთრებით საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, დამოკიდებულებას, როდესაც იქმნება ზოგიერთი ინვესტიცია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთთან პარტნიორობა არ შეიძლება, რომ ჩინეთისგან ინვესტიციების მიღება არ შეიძლება. განსხვავებულია ვითარება რუსეთთან, რომელიც ჩვენთვის საფრთხეა და თავდამსხმელია. არ შეცვლილა ჩვენი შეხედულება რუსეთზე, რამდენადაც ომი კვლავ გრძელდება. როგორც აღვნიშნე, ეს არის ჩვენი საუბრების თემა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან გვქონია. მათ იციან, რომ ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც დამოკიდებულების შექმნის რისკი არსებობს, განსაკუთრებით კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილში. ამასთანავე, გვესმის ინვესტიციების საჭიროების აუცილებლობა, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, სადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დამოკიდებულების რისკი არ იქმნება. საბოლოო ჯამში, მთავარია ბალანსი ურთიერთობებში", - აღნიშნა კოლომინამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×