რეზონანსი
19.12.2023

საფრანგეთში ქართველი ქალი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ფრანგული მედია წერს, შემთხვევა ქალაქ ტულონში 17 დეკემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, 28 წლის ქალმა ქმარი გაგუდა.

მედიის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული ლანა კ. მეუღლის მიერ 2022 წლის აგვისტოში ჩადენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა, პროცედურა გაუქმდა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა მასზე ძალადობა უარყო.

ცნობილია, რომ ცოლ-ქმარს ხუთ შვილი ჰყავს, ყველა მცირეწლოვანი ბავშვთა თავშეფარში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×