რეზონანსი
19.12.2023

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის ზურაბ უჩუმბეგაშვილის შეფასებით, ევრორეგულაციები, რაც კანდიდატის სტატუსს მოჰყვება და წინ უძღვის, საბოლოოდ შექმნის ისეთ პირობას, რომ პროდუქციის თვითღირებულება გაიზრდება.

„საუბარია შენახვის პირობებზე და მთელ რიგ რაოდენობრივ პროცედურებზე. მაგალითად, ფრინველი თავისუფლებაში უნდა იყოს და ერთ სულს უფრო მეტი ფართობი უნდა ჰქონდეს, რომ თავისუფლად მოძრაობა შეძლოს. აქედან გამომდინარე, წარმოების შემცირება ან დამატებითი კაპიტალის დაბანდება მოგვიწევს.“ - აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

ამ დროს საქართველოს გარშემო საზღვარი მორღვეულია და არც ერთი მეზობელი ქვეყანა რეგულაციებს არ ექვემდებარება. ასეთი კი განსაკუთრებით თურქეთია. იგი ყველანაირ ევრო რეგულაციას უგულველყოფს და რეგულაციებს თუ გაზრდილი იაფი იმპორტი დაემატება, ადგილობრივი წარმოება საგანგაშო ვითარებაში აღმოჩნდება.

„თურქეთს სოფლის მეურნეობის პროდუქციის კუთხით აგრესიული პოლიტიკა აქვს, ის ყველანაირ ევრო რეგულაციას აიგნორებს, ჩვენ ამ რეგულაციებს მივყვებით, ჩვენი პროდუქცია ისედაც არ არის იაფი და მათგან განსხვავებით ჩვენთან ყველაფერი აღრიცხულია. იმ შემთხვევაში, როდესაც რეგულაციები შემოვა, გვექნება თვითღირებულების ძალიან დიდი ნამატი, რაც ფასებში სერიოზულ  ცვლილებას გამოიწვევს და ამას თუ გაზრდილი იმპორტიც დაემატა, ძალიან საგანგაშო სიტუაცია შეიქმენბა

გვრჩება ალტერნატივა - ან უნდა ვთქვათ რეგულაციებზე უარი, რასაც ვერ ვიტყვით იმიტომ, რომ გვავალდებულებს ევრორეგულაციაც და ევროკავშირის  წევრობის სურვილიც, ან რაღაც ზღვარი უნდა დავიცვათ. ძალიან რთული თემაა. კიდევ კარგი, რომ ეს  რეგულაციების 2028 წლიდან არის დაგეგმილი და მანამდე გვაქვს დრო და იმის საშუალება, რომ საზღვარს მიეხედოს და ასე მორღვეული არ იყოს.

თურქეთი არის ძლიერი და მონსტრი ქვეყანა, რომლის პოლიტიკა ძლიერი ბაზრების დაპყრობაა. თუ  ჩვენ ევრო რეგულაციები პროდუქციას გაგვიძვირებს, ვერანაირ კონკურენციას  ვერ  გავუწევთ თურქეთს“ - აღნიშნა "კომესანტთან" უჩუმბეგაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×