რეზონანსი
19.12.2023

თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოიაზრებოდა ქუთაისში, ამაზე მთავრობა მომავალშიც იმსჯელებს, ეს საკითხი გადაიდო, დამატებით დეტალებს წარვადგენთ და ამის შემდეგ მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, პროექტის მიხედვით ქუთაისში ახალი სამრეწველო ზონის შექმნა მოიაზრებოდა, რომელიც ძირითადად სამშენებლო მასალების წარმოებას და საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას გულისხმობდა.

„თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოიაზრებოდა ქუთაისში, თუმცა მთავრობა მომავალშიც იმსჯელებს, ეს საკითხი გადაიდო, დამატებით დეტალებს წარვადგენთ კოლეგებთან და ამის შემდეგ მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას. პროექტის მიხედვით მოიაზრებოდა ქუთაისში ახალი სამრეწველო ზონის შექმნა, რომელიც ძირითადად სამშენებლო მასალების წარმოებას და საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას გულისხმობდა", - აღნიშნა დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×