რეზონანსი
19.12.2023

გავეცნობით ვენეციის კომისიის დასკვნას სრულად და ვიმსჯელებთ, როგორ ვიმოქმედოთ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს ეჭვი აქვს, რომ დოკუმენტს კიდევ ორი მნშვნელოვანი გვერდიც ექნება, რომლის გაცნობა მნიშვნელოვანია.

მე ეჭვი მაქვს, რომ ერთი ორი გვერდი კიდევ იქნება, სრულად გავეცნობი. პირადად მე გავაგზავნე მოქმედი კანონები ვენეციის კომისიაში, ახლა მივიღეთ დასკვნები. ამ დასკვნებს არა მხოლოდ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსაურთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ყველა ამ დასკვნებს გავეცნობი და როგორც დავდეთ პირობა, ამ დასკვნებთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა, როგორ ვიმოქმედოთ, რაიმე შევცვალოთ ან რაიმე შევასწოროთ", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო ვენეციის კომისიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. საერთაშორისო  სამართლის ექსპერტების სკანდალური დასკვნა ცოტა ხნის წინ  გასაჯაროვდა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო უფუნქციოა, საბჭოს წევრები კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, რაც მათ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×