რეზონანსი
18.12.2023

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ პრემიერის დღევანდელი ანგარიში, როგორც ყოველთვის, რეალისტური და ყოვლისმომცველი იქნება. მიხეილ სარჯველაძის თქმით, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ყურადღებას ქვეყნის ძლიერ მხარეებზე გაამახვილებს.

პრემიერის ანგარიში ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, იქნება ყოვლისმომცველი და სწორი შეფასება იქნება, რეალისტური შეფასება იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარეებისა, შესაძლებლობების, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, რაც აუცილებელი წინაპირობაა, სწორი ანალიზი იმისა, რომ სწორად დაიგეგმოს სამომავლო ხედვები. საბედნიეროდ, ეს ამ დრომდე ამართლებდა და ასე იქნება მომავალშიც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ალბათ მოსალოდნელია გასული პერიოდის შეფასება პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური შეფასება ამ გასული ერთწლიანი პერიოდის და იმავდროულად იქნება საუბარი სამომავლო ხედვებზე, - ამბობს სარჯველაძე. 

შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილის პრეზენტაციის დაწყებამდე ერთი საათი რჩება, მაგრამ შეხვედრაზე ოპოზიციონერი დეპუტატები არავის მიუწვევია. ანგარიშს ღარიბაშვილი ამჯერადაცც არაოფიციალურრ გარემოში წაიკითხავს. მთავრობის მეთაურის თავის ქებას კი მხოლოდ მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდი და მინისტრები მოისმენენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×