რეზონანსი
17.12.2023

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო.

ოთარ იოსელიანის ინდივიდუალიზმითა და უნიკალურობით გაჯერებულმა ნამუშევრებმა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც მრავალი აღიარება მოიპოვა.

თანაგრძნობას ვუცხადებთ ოთარ იოსელიანის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კინო და ოთარ იოსელიანის უკვდავი ნამუშევრები", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×