რეზონანსი
16.12.2023

შეხედეთ მათ ლიდერებს, მათ პერფორმანსს - “შაბათის შოუს” სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კოალიციაზე საუბრისას განაცხადა, რითაც ამ პარტიების რეიტინგზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

როგორც კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პარტიები მომავალშიც “საინტერესო თეატრალურ წარმოდგენებს შემოგვთავაზებენ”.

“რატომ გვიკვირს, რომ მათი რეიტინგი დავარდნილია? შეხედეთ მათ ლიდერებს, მათ პერფორმანსს - ეს ყველაფერი რეიტინგზეც აისახება. საინტერესო შოუებს აწყობენ გართობის თვალსაზრისით. “შაბათის შოუს” სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა და ვნახოთ, საინტერესო თეატრალურ წარმოდგენებს შემოგვთავაზებენ ალბათ მომავალშიც”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×