რეზონანსი
16.12.2023

მმართველა გუნდმა ჩანიშნა დიდი ზეიმი, სადაც განსაზღვრული იყვნენ მონაწილეები. ჩვენ ყველა დავმაპიტეჟეთ, მთელი საქართველო, მათ შორის ხელმოცარულები ოპოზიციიდან , - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„რამდენადაც ვიცი, ქალბატონი ზურაბიშვილი იყო ადგილზე და ესწრებოდა აქციას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქალბატონი ჩვენს სახელმწიფოს ებრძოდა. ხო გახსოვთ მისი განცხადება პარლამენტში: ეს ფსევდორეფორმაა და არ იმსახურებს ეს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსსო. შემდეგ ჩავიდა ევროპაში და თქვა, რომ არ ვარ დარწმუნებული, ამ ხელისუფლებას უნდა თუ არა ევროპული პერსპექტივაო. ჩვენ ვთქვით, რომ ზეიმი განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მხარს უჭერდა და გვერში ედგა ხელისუფლებას, ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ქალბატონი ზურაბიშვილი ამ სიაში არ ეწერა", -აღნიშნა ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×