რეზონანსი
16.12.2023

ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელთანაც ჩვენი შრომით, ბრძოლითა და წინაპრების დამსახურებით მივედით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკას" განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობამდე საქართველოს დიდი გზა აქვს გასავლელი.

„ევროკავშირმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, თუმცა წევრობამდე ჯერ კიდევ შორი გზაა და ბევრი შრომაა გასაწევი.

ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ყველა იმ რეკომენდაციაზე ვიმუშაოთ, რომელიც ევროკომისიამ დასახა", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×