რეზონანსი
16.12.2023

„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის" დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ორგანიზატორები ტექსტში „პირველი არხის" გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ გადაცემის დახურვა „მოულოდნელი და არამოტივირებულია".

ტექსტის ავტორების განცხადებით, არხის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი თავისუფალი იყო პოლიტიკური გავლენებისგან და საზოგადოების განათლებას ისახავდა მიზნად. მათი თქმით, არჩევნებამდე 1 წლით მიდი ადრე დახურვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეიძლება იქნას წაკითხული.

15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პოპულარული გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში აღარ გავა. როგორც წამყვანი დათო გორგილაძე ამბობს, მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაუსახელეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×