რეზონანსი
16.12.2023

პოლონეთში, გდანსკში სუნამოების ქურდობისთვის 21 წლის ქართველი დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით, მან 37,5 ათასი ზლოტის ( 9 479 დოლარის) ღირებულების სუნამოები მოიპარა სხვადასხვა მაღაზიებიდან ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის - გდანსკი, კრაკოვიც, კატოვიცე, ვარშავა.

პროკურორი ეჭვმიტანილის დროებით დაკავებას ითხოვს. დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

მედია წერს, რომ ოთხშაბათს, გდანსკში, პოლიციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შენიშნეს რამდენიმე პირი, რომლებიც ჩხუბობდნენ. აღმოჩნდა, რომ დაცვის თანამშრომელმა პირი ქურდობის დროს გამოიჭირა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×