რეზონანსი
16.12.2023

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ნაწილში დამატებით სტიმულირებას გააჩენს"- ამის შესახებ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ქვეყნებში, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი მიიღეს დიდი ეკონომიკური აქტივობა დაიწყო და ინვესტორებისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემო შეიქმნა.

„კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, მოთხოვნის ნაწილში დამატებითი სტიმულირება გაჩნდება, მე პირადად გადავხედე იმ ქვეყნების ისტორიებს ვინც სტატუსი მიიღო და შემდეგ წევრი გახდა და ამ ქვეყნებში უფრო დიდი ეკონომიკური აქტივობა შეინიშნებოდა კანდიდატის სტატუსის შემდეგ ვიდრე წევრობის შემდეგ.

სტატუსიდან წევრობამდე პერიოდი ინვესტორებისთვის ყველაზე მომხიბვლელ პერიოდად არის მიჩნეული, რადგან ეს გარკვეული მესიჯია მათთვის, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი და ახლა არის ყველაზე კარგი საინვესტიციო გარემო. რადგან როდესაც ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი უკვე ყველაფრის ფასი გაიზრდება, მათ შორის გაძვირდება უძრავი ქონებაც. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით სტიმულის მომტანი იქნება, ყველა ქვეყნის შემთხვევაში ასე მოხდა და არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი" - აღნიშნა ბესო ორთოიძემ „კომერსანტთანს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×