რეზონანსი
16.12.2023

სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ ხან იუნისში, საომარ მოქმედებებს მედიის კიდევ ერთი წარმომადგენელი შეეწირა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტელეკომპანია Al Jazeera-ს ოპერატორი სამერ აბუდაქა დაიღუპა. ოპერატორი სკოლასთან ახლოს მომხდარი აფეთქებისას დაიჭრა.

„ხან იუნისის დაბომბვისას, ისრაელმა დრონები გაუშვა სკოლის მიმართულებით, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს", - იტყობინება Al Jazeera.

მედიის ცნობით, სამერ აბუდაქა 5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იცლებოდა სისხლისგან. Al Jazeera წერს, რომ, ამ დროის განმავლობაში, ისრაელის ძალები ხელს უშლიდა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, რომ სამერ აბუდაქამდე მიეღწიათ.

სამერ აბუდაქა მედიის 90-ე წარმომადგენელია, რომელიც 7 ოქტომბრიდან მიმდინარე ომს ემსხვერპლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×