რეზონანსი
15.12.2023

ჩვენ მზად გვაქვს სამომავლო გეგმა, რომლის განხორციელებასაც ჩვენ დავიწყებთ და ამით შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო დღეს არის უფრო თავისუფალი, დემოკრატიული, პროევროპული ქვეყანა.

„ეს (სტატუსის მიღება) შეუძლებელი იქნებოდა რომ არა რეფორმები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გავატარეთ, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ხალხის მხარდაჭერა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება ატარებს. საქართველო დღეს არის უფრო თავისუფალი, დემოკრატიული, პროევროპული ქვეყანა. ჩვენ მზად გვაქვს სამომავლო გეგმა, რომლის განხორციელებასაც ჩვენ დავიწყებთ და ამით შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. კანდიდატის სტატუსის მიღებით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით დავუახლოვდით დიდი ქართული ოცნების შესრულებას. ჩვენი წინაპრების და ჩვენი შვილების ოცნებაც არის, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ამას აუცილებლად შევძლებთ," - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×