რეზონანსი
15.12.2023

ბუნებრივია, [ზეიმის] რიგით წევრობას ვერავინ ვერავის დაუშლის, მაგრამ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, თუ ვინ იბრძოდა სტატუსის საწინააღმდეგოდ. მართალია ღვარძლი გაქვთ, მაგრამ დღეს მაინც გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ეს ზეიმი ყველასია, მათ შორის, თქვენიც, ვინც ებრძოდით ამ სტატუსს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიეცემა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს დღევანდელ ზეიმზე ტრიბუნიდან მიმართვის შესაძლებლობა.

„დღეს ისეთი დღეა, რა თქმა უნდა, ვერავის დავუშლით ამ ზეიმს, თუმცა ყველამ კარგად იცის, ვინ რა როლი შეასრულა ამ ისტორიული გამარჯვების დღის მოტანაში. ბუნებრივია, რიგით წევრობას ვერავინ ვერავის დაუშლის, როგორც რიგითი მოქალაქე ყველა უნდა ზეიმობდეს ამას, მაგრამ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვინ იბრძოდა კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. ახლა ნირწამხდარი, თითქმის ათი წლის დაბერებული სახით, თითქოს რომ ულოცავენ ქვეყანას, არ არის კარგი. ასე რომ, დღეს მაინც გაიღიმეთ, მეგობრებო. მართალია ღვარძლი გაქვთ, მაგრამ დღეს მაინც გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ეს ზეიმი ყველასია, მათ შორის, თქვენიც, ვინც ებრძოდით ამ სტატუსს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება მთელ საქართველოს მიულოცა.

მისი თქმით, ევროპამ დაიკავა ის მხარე, რასაც ევროპულო ღირებულება ჰქვია.

„ქართველი ხალხი, ქართული ხელისუფლება იმსახურებს იმას, რომ იყოს ევროპაში. ჩვენ ფაქტობრივად, რა თქმა უნდა, ვიყავით ევროპული სახელმწიფო, თუმცა ახლა უკვე დე-იურეც გავხდით ევროპის ოჯახის წევრი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. ევროპამ დაიკავა ის მხარე, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულება. მან დაამტკიცა, რომ ის არის იმ მხარეს, ვინც იცავს ევროპულ ღირებულებას, ანუ, იცავს სიმართლეს, ორ ფეხზე მყარად დგომას, მშვიდობას, სუვერენიტეტს და იცავს საკუთარ ხალხზე ზრუნვას. აქედან გამომდინარე, დადასტურდა, რომ საქართველო არის სწორედ, რაც ჩამოვათვალე, ამ ევროპული ღირებულებების მომხრე," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×