რეზონანსი
14.12.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ ფრანკფურტის პოლიცია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ზელენსკი ხუთშაბათს ვიზიტით გერმანიის ქალაქ ჰესენში ჩავიდა, რის შემდეგაც ვისბადენში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქი დატოვა, ფრანკფურტის პოლიციამ აღნიშნა, რომ მგზავრობამ პრობლემების გარეშე ჩაიარა.

გერმანული რადიოსადგური FFH აღნიშნავს, რომ ზელენსკის ვიზიტი მოულოდნელი იყო და უკრაინის პრეზიდენტმა ჰესენში რიგი შეხვედრები გამართა.

"ზელენსკი დღის მეორე ნახევარში რაინ-მაინის რეგიონში ზოგიერთ შეხვედრას დაესწრო. ღამით დარჩენა, სავარაუდოდ, არ იგეგმება. ვიზიტის მიზეზი უცნობია. პოლიცია ზუსტი განრიგის შესახებ მეტ ინფორმაციას უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე არ ავრცელებს. უცნობია ვის ხვდება ზელენსკი და რატომ არის აქ", - აღნიშნულია რადიოსადგურის ვებგვერდზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×