რეზონანსი
14.12.2023

ფინეთი რუსეთთან საზღვარს კვლავ დახურავს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მათი ცნობით, ამის შესახებ ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, ფინეთის მთავრობა გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს მოგვიანებით პრესკონფერენციაზე გაავრცელებს.

აღნიშნულია, რომ საუბარია ორ სასაზღვრო პუნქტზე, რომლებიც ფინეთმა ხუთშაბათს, 14 დეკემბერს, ხელახლა გახსნა.

ამავდროულად, მათი ხელახლა დახურვის ვადები არ სახელდება.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, რომ სასაზღვრო პუნქტების გახსნისთანავე ფინეთის საზღვართან თავშესაფრის მაძიებლებმა შეკრება დაიწყეს.

ცნობისთვის, სამშაბათს ფინეთის მთავრობამ 14 დეკემბრიდან 14 იანვრამდე რუსეთთან საზღვარზე ორი გამშვები პუნქტის - ვაალიმაას და ნიირალას - გახსნის გადაწყვეტილება მიიღო ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რათა საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებმა ხალხმა ნათესავების მონახულება შეძლონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×