რეზონანსი
14.12.2023

„ჰამასის" წინააღმდეგ ომი "რამდენიმე თვეზე მეტხანს" გაგრძელდება. ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან საუბარში განაცხადა.

"ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საკუთარი თავი იმისთვის ააწყო, რომ ისრაელს ებრძოლოს, ააშენეს ინფრასტრუქტურა მიწის ქვეშ და მიწის ზემოთ, მათი განადგურება მარტივი არაა. ეს დროის გარკვეულ პერიოდს მოითხოვს - რამდენიმე თვეზე მეტხანს გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ და მათ გავანადგურებთ", - განაცხადა გალანტმა.

მან მადლობა გადაუხადა სალივანს აშშ-ის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ "შეერთებული შტატები და ისრაელი საერთო ინტერესებს, საერთო ღირებულებებს იზიარებენ".

„ამ ომში ჩვენ ასევე საერთო მიზნებს ვიზიარებთ", - აღნიშნა გალანტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×