რეზონანსი
14.12.2023

ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას აქ დაარქვეს რუსული კანონი და იგივე კანონი (უფრო მკაცრი) ახლა ინიცირებულია ევროპარლამენტში, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„მე ძალიან მინდა, ევროპარლამენტში როდესაც ამ კანონის განხილვა დაიწყება, სამადაშვილებს, დეკანოიძეებს, ვაშაძეებს და დანარჩენებს ვკითხოთ აზრი, რა არგუმენტებს მოუხმობენ. ვინც არ უნდა ეცადოს, რომ გადაალაგოს და გადმოალაგოს ეს ხელმოცარულები, ვინც დგას მათ უკან, როგორც აქამდე არ გამოგივიდათ ამ ქვეყნის არევა და მეორე ფრონტის გახსნა, ვერც ახლა მიაღწევთ", - განაცხადა ზარქუამ.

ევროკომისიამ დემოკრატიის დაცვის პაკეტი წარადგინა, რომელიც შეიცავს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაცია იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×