რეზონანსი
14.12.2023

გერმანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განუცხადა.

„სრულად ვუჭერ მხარს ევროკომისიის დასკვნას უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე", - აღნიშნა შოლცმა.

ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და იმსჯელებს გაფართოების პაკეტზე, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ორდღიანი სამიტის მიმდინარეობისას გამოაცხადებ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×