რეზონანსი
14.12.2023

უკრაინის ეკონომიკა ახლა არაფერს აწარმოებს, მათ ყველაფერს მუქთად აძლევენ, მაგრამ ეს მუქთა დახმარებაც მთავრდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინის ეკონომიკა ახლა არაფერს აწარმოებს, მათ ყველაფერს მუქთად აძლევენ, მაგრამ ეს მუქთა დახმარებაც მთავრდება. ომი უკრაინაში მაშინ დასრულდება, როედსაც რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს. ეს მიზნებია დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და უკრაინის ნეიტრალური სტატუსი", - აღნიშნა პუტინმა.

მან ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშზე და აღნიშნა, რომ ამ კონტრიერიშის ფარგლებში „უკრაინელებს არსად არაფერი გამოუვიდათ". პუტინის თქმით, კონტრიერიშის იდეა რეალიზებული იყო მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინას დასავლეთიდან დამატებითი ფინანსური დახმარება მიეღო.

„სანამ უკრაინის ხელმძღვანელობა დადის უცხო ქვეყნებში და ფულს ითხოვს, აუცილებელია იმის ჩვენება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებს აქვს შანსი, ნებისმიერ ფასად მიაღწიონ წარმატებას ე.წ. კონტრიერიშის ფარგლებში", - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×