რეზონანსი
14.12.2023

უკრაინის მოკლევადიანი ფინანსური დახმარება უკვე ევროკავშირის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. თუ უფრო მეტი ფული უნდა მივცეთ და უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი, მაშინ ეს ბიუჯეტის მიღმა უნდა მოხდეს. გაფართოება არ არის თეორიული საკითხი. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და ამ პროცესს აქვს წინაპირობები, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.

„7 პირობა განსაზღვრული იყო და კომისიის დასკვნაშიც კი სამი 7 პირობიდან შეუსრულებელია და ამიტომაც ვამბობ, რომ არ არის მიზეზი დისკუსიისთვის, რომელიც შეიძლება შეეხოს უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნას. გახსოვდეთ რომ წინაპირობები არა უნგრეთმა, არამედ ევროკომისიამ დააწესა. 7 პირობაა და პირობა არის პირობა. არათუ სამი, ჩემი შეფასებით უფრო მეტი არ შეუსრულებია. ამიტომ ეს საკმარისია ვთქვათ, თუ არ შეგისრულებიათ, მაშინ არ არის შანსი მოლაპარაკებების გასახსნელად. ჩვენ აქ ვართ სავაჭროდ და აქ ვართ პრინციპებით. უნგრეთი არცერთ საკითხს უკრაინასთან არ აკავშირებს. 2024 წელს დაველოდოთ ივნისის არჩევნებს ევროპაში და მივიღოთ გადაწყვეტილება. ჯერ შეასრულონ 7 რეკომენდაცია და მერე დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების საკითხს", - აღნიშნა ორბანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×