რეზონანსი
14.12.2023

"სალომე ზურაბიშვილის თუ მოუსმენთ, შეიძლება ვერაფერი ვერ გაიგოთ, მით უმეტეს მისთვის არა მშობლიურ ენაზე, ქართულად თუ ცდილობს აზრის გამოთქმას. თუმცა რამდენიმეჯერ გადახვევისა თუ დაკვირვების შემდეგ უკვე გეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიხვდეთ თუ რა უნდა. უფრო რთულია თუ იმაზე ფიქრს დაიწყებთ რატომ უნდა: ეს ხომ ამორალურია, ეს ხომ იმას ეწინააღმდეგება რასაც ადრე იძახდა, ამით ხომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას გულს ატკენს და ასე შემდეგ" - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომელმაც 2021 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილის შეწყალებაზე უპასუხა "არა და არასოდეს", ხოლო 2023 წლის 14 დეკემბერს თქვა, რომ უარი არ განუცხადებია.

ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის სამშობლო, ხალხი თუ საზოგადოება, არაფერს წარმოადგენს.

"სალომე ზურაბიშვილის თუ მოუსმენთ, შეიძლება ვერაფერი ვერ გაიგოთ, მით უმეტეს მისთვის არა მშობლიურ ენაზე, ქართულად თუ ცდილობს აზრის გამოთქმას. თუმცა რამდენიმეჯერ გადახვევისა თუ დაკვირვების შემდეგ უკვე გეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიხვდეთ თუ რა უნდა. უფრო რთულია თუ იმაზე ფიქრს დაიწყებთ რატომ უნდა: ეს ხომ ამორალურია, ეს ხომ იმას ეწინააღმდეგება რასაც ადრე იძახდა, ამით ხომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას გულს ატკენს და ასე შემდეგ. გაცილებით მარტივია გავიაზროთ რომ მისთვის, სულერთია ვინ რას და რატომ იფიქრებს, ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია მას, პირადად რა გამორჩენა და სარგებელი ექნება. სალომე ზურაბიშვილისათვის სამშობლო, ხალხი თუ საზოგადოება, არაფერს არ წარმოადგენს, არც არაფერში ენაღვლება - მით უმეტეს თუ ფიქრობს, რომ საქართველო მისი არც სამშობლოა, ქართველი ხალხი და საზოგადოება არც მისი ხალხი და საზოგადოება. ენას კი, რაც შეეხება ქართულ ენას, არ არის ის მშობლიური მისთვის, თორემ გამართულადაც ისაუბრებდა და შეიძლება ქართულადაც ეაზროვნა. ბოლოს და ბოლოს ამდენ მავნებლობას არც ჩაიდენდა და არც მომავალში იფიქრებდა," - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×