რეზონანსი
14.12.2023

„გირჩის" წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის ხელით რაღაცის გასაკეთებლად ემზადება, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, რა შეიძლება იყოს ეს.

ხვიჩიას თქმით, ბიძინა ივანიშვილთან სალომე ზურაბიშვილის დაპირისპირებას საფუძველი არ აქვს და გასაკვირი არაა, პოლიტიკოსი პოლიტიკურ თამაშში იყოს ჩართული.

„სალომე ზურაბიშვილისადმი „ქართული ოცნების" პოლიტიკა არის მის მიმართ გამიჯვნის, რადგან სალომე ზურაბიშვილის ხელით რაღაცის გასაკეთებლად ემზადებიან. ეს იქნება ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა, ერთი შეხედვით პროდასავლური, რომელიც „ქოცების" ყულაბაში ხმებს მოაბილიზებს, თუ მიხეილ სააკაშვილის გაშვება, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილისთვის რაღაცას ამზადებს. რაღაცაში იმპიჩმენტი არ იგულისხმება, მათ განვიხილავ, როგორც თანამოაზრეებს და მოკავშირეებს, რომლებიც ერთად არიან ხელისუფლებაში. სალომე ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური თამაში გაგიკვირდებოდათ? გაგიკვირდებოდათ, პოლიტიკოსი პოლიტიკურ თამაშში იყოს ჩართული? ბიძინა ივანიშვილთან მის დაპირისპირებას არანაირი საფუძველი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილს არაფერი დაუშავებია სალომე ზურაბიშვილისთვის, ზედ არის გადაყოლილი. ქვეყანაში არ არის პოლიტიკოსი, რომელსაც მეორე პოლიტიკოსისთვის ისეთი პატივი უცია, როგორი პატივიც სცა ბიძინა ივანიშვილმა. ახლა თქვენ მეუბნებით, დავიჯერო, რომ ივანიშვილთან დაპირისპირებულია? ამის არ მჯერა. ბიძინა ივანიშვილი მარტივად ფეთქებადი კაცი არ არის და გადაწყვეტილებებს ემოციურად არ იღებს. მისთვის იმდენი რამ უწოდებიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნათქვამი ოლიგარქი არც არაფერს მოაკლებს და არც მოუმატებს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×