რეზონანსი
14.12.2023

ფინეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიჭებას. ჩვენ გვჭირდება მტკიცე გადაწყვეტილებები, უნდა ვაჩვენოთ, რომ ერთიანი ვართ, - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება უკრაინას, სიტუაცია რთულია, ამიტომ საჭიროა სამი გადაწყვეტილება.

„პირველი ეხება ევროპის მშვიდობის ფონდს და ჩვენ გვჭირდება მტკიცე გადაწყვეტილება. უკრაინას სწრაფად სჭირდება სამხედრო დახმარება. მეორე საკითხი ეხება 50 მილიარდ ევროს, რომელიც საჭიროა უკრაინის დასახმარებლად და მესამე არის გადაწყვეტილება ევროკავშირის გაფართოებაზე. ჩვენ გვჭირდება მკაფიო გზავნილი ყველა სახელმწიფოსთვის, რომელთაც სურთ ევროკავშირის წევრობა, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. მინდა, ვთქვა, რომ რუსეთის საფრთხე რეალურია და ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვის ინდუსტრია", - განაცხადა ფინეთის პრემირ-მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×