რეზონანსი
14.12.2023

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ქობულეთში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული არასრულწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ქაშიბაძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

„სტაბილურად არის ამ წუთისათვის ბავშვი, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. გაუარესების გარეშე მივდივართ. აღენიშნება მეორე, მესამე ან მესამე ბე ხარისხის დაზიანებები",- განაცხადა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს ქობულეთში, ერთ-ერთ სოფელში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 12 წლამდე ბავშვი მძიმედ დაშავდა. მოზარდის მიერ ნასროლი პიროტექნიკა ბენზინის ავზში ჩავარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×