რეზონანსი
13.12.2023

ძალიან დიდი მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს სკოლებისა და ბაღების მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა, კიდევ გაგრძელდება და ეს არის ჩვენი პასუხი იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც ჩვენი მოსახლეობა დგას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით გაჟღერებული ბრალდება, რომ ხელისუფლება ამისთვის ფულს ვერ იმეტებს, სრული სიცრუეა, რადგან ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ფულთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ ამისთვის შესაბამისი რეგულაციები და ბავშვების ჯანმრთელობაზე მორგებული პირობებია საჭირო.

„ამ საკითხზე არ ვაპირებდი ყურადღების გამახვილებას, მაგრამ უკვე რამდენჯერმე გაისმა აქ სკოლებში უფასო კვების საკითხი. ოპოზიცია საუბრობს, რომ თითქოსდა, ეს მხოლოდ დაფინანსების საკითხია. სინამდვილეში ეს არ არის მხოლოდ დაფინანსება, ეს არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი რეგულაციები და განათლების სამინისტრო ამაზე დიდი ხანია მუშაობს. მარტო საკვებზე არ არის საუბარი. აქ არის ძალიან დიდი საკითხი, რომელიც გადაჭრას მოითხოვს და ეს არის ბავშვების ჯანმრთელობა, შესაბამისი პროცედურები და შესაბამისი რეგულაციების დაცვით უნდა მოხდეს ეს და არა მხოლოდ ფულით. პრობლემები მხოლოდ ფულით არ იჭრება, ამ ყველაფერს თავისი შესაბამისი პროტოკოლი უნდა მოჰყვეს, გაწერილი უნდა იყოს შესაბამისი პროცედურები და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ განათლების სამინისტრო ამ ყველაფერზე მუშაობს.

გარდა ამისა, ძალიან დიდი მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს სკოლებისა და ბაღების მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა, კიდევ გაგრძელდება და ეს არის ჩვენი პასუხი იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც ჩვენი მოსახლეობა დგას", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×