რეზონანსი
13.12.2023

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვა გამსჭვალული იყო ოპტიმიზმით.

ამის შესახებ ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას" დასკვნითი მიღების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს, ქვეყნისგან განხორციელებულ იქნება.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვა გამსჭვალული იყო ოპტიმიზმით, რომ ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ასევე, იყო მოწოდება ერთიანობისკენ ამ დიდი მიზნის ირგვლივ. ასე რომ, ეს იყო ძალიან პოზიტიური გზავნილი.

უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა იმისათვის, რომ გაატარო ქვეყნისთვის საჭირო რეფორმები, რომ ქვეყანამ შეძლოს ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. ამიტომ კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა რეკომენდაცია, ყველა რეფორმა, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს, ქვეყნისგან განხორციელებულ იქნება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×