რეზონანსი
13.12.2023

ვიმედოვნებთ, რომ მოლდოვას და უკრაინას გაუხსნიან მოლაპარაკების პროცესს, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ჩვენ კი მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენც ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, ისევე, როგორც საზოგადოების უდიდეს ნაწილს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე აბეზარ ადამიანს ოპოზიციიდან, რომელიც დღემდე ნატრულობს, რომ როგორმე შევფერხდეთ ამ გზაზე, რადგან ფიქრობენ ამგვარი გადაწყვეტილება მათ წინასაარჩევნოდ რაიმე სახის დივიდენდებს მოუტანს. ბრიუსელში ამ დღეების განმავლობაში ვიზიტად გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი. მის ინფორმაციებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებულია. უკანასკნელ დღეებში მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციების პროცესი ბრიუსელში უნგრეთსა და ევროკომისიას შორის, ვფიქრობ ყველაფერი კეთილად დაგვირგვინდება და ვიმედოვნებთ, რომ მოლდოვას და უკრაინას გაუხსნიან მოლაპარაკების პროცესს, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ჩვენ კი მოგვანიჭებენ სტატუსს. აქ ერთი დეტალია - გახსოვთ, როცა მოგვწყვიტეს ამ სამეულიდან აბსოლუტურად უსამართლოდ, აქ ბუკს და ნაღარას შემოსცხეს ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა და ზარზეიმით განაცხადეს, რომ ეს სამეული დაიშალა და მოლდოვას და უკრაინას ჩამოვრჩით. ეს შეასაღეს საზოგადოებას გამომდინარე ევროკომისიის ერთი წლის წინანდელი გადაწყვეტილებიდან. ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენ ისევ სამეულში ვართ და 3 ქვეყანასთან დაკავშირებით უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება და თურმე ჩვენ პირდაპირ დაკავშირებულები ვართ მოლდოვასთან და უკრაინასთან და ისევ იმ კალათაში გადაგვსვეს. მაშინ დაშალეს ეს სამეული, ახლა დასჭირდათ და გააერთიანეს ეს სამეული. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ არსად წავსულვართ ამ სამეულიდან, უბრალოდ ჩვენ ყოველთვის, ყველა მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმებში წინ ვიყავით და ახლაც წინ ვართ. ჩვენი დამსახურებიდან გამომდინარე მივიღეთ ეს სტატუსი, ამისთვის დაგვჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა. ჩვენ არავინ გვეხმარებოდა, ამ რეფორმებისა და პროექტებია განხორციელებაში. მთელი 1 წელი გრძელდებოდა ამ პროცესის საბოტაჟირება“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×