რეზონანსი
13.12.2023

თუ ევროკავშირი არ დაამტკიცებს გადაწყვეტილებას უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე უნგრეთის ბლოკადის გამო, ეს ნიშნავს, რომ  ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"უნგრეთის მხრიდან ადგილი აქვს საკითხის ბლოკირებას. ეს ფაქტია. ჩვენ, ჩვენის მხრივ, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ. შევასრულეთ ევროკომისიის, პარტნიორების ყველა რეკომენდაცია, რომ არ მივცეთ რომელიმე ქვეყანას საშუალება, დაბლოკოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება. რუსეთმა ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, ვერ მოახერხეს ვერცერთი სოფლის ოკუპირება. აღარაფერს ვამბობ ქალაქებზე, რის გამოც დაიწყო თანამშრომლობა და ზეწოლა სხვა ქვეყნებზე. ამიტომ, თუკი ახლა არ იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს რომ ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო" აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ბრიუსელში სამიტი, რომელზეც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, 14-15 დეკემბერს გაიმართება და გადაწყდება, გაითვალისწინებს თუ არა ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინა და მოლდოვა გადავიდნენ მოლაპარაკებებს ეტაპზე.  ამ დროისათვის გაფართოების პაკეტს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ბლოკავს.

ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ, ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, EU-ს გაფართოების შესახებ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×