რეზონანსი
13.12.2023

„ქართული ოცნება“ დიდ ტყლაპოიან ორმოში ჩავარდა, როცა ეს კანონი მიიღეს და მაშინ კისერი მოიტეხეს. ვინ რჯიდათ? მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი რუსული ვერსიის ასლი იყო და ახლა იმაზე მიდებ-მოდება, რომ ეს „ფარას“ ანალოგია, აბსოლუტურად სხვადასხვაა და ხალხისთვის ნაცრის შეყრას ნუ ცდილობენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ახლა საპირისპიროს ამტკიცებს, თუმცა, რეალურად, მათ მიერ მიღებული კანონპროექტი ასახავდა იმას, რასაც რუსული კანონი.

„პუტინმა რაც მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ზუსტად ის მიიღეს. იმ სიტუაციიდან ვერ გამოძვრებიან, ფოცხს თავად დააბიჯეს, თავში მოირტყეს და ახლა საპიროსპიროს ნუ ამტკიცებენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ გუშინ წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს. ევროკომისიის „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“ ითვალისწინებს იმ სუბიექტთა რეგისტრაციას, რომელთა საქმიანობა უკავშირდება მესამე ქვეყანას, აგრეთვე წლიური შემოსავლისა და დაინტერესებული ქვეყნების გასაჯაროებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×