რეზონანსი
13.12.2023

ევროპარლამენტმა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინის, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპელმა რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა.

ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუციას რეკომენდაციის ხასიათი აქვს, რადგან ევროპარლამენტს ევროკავშირის გაფართოების პროცესში ხმის უფლება არ აქვს.

საკითხს ორგანიზაციის სამიტზე 14-15 დეკემბერს განიხილავენ. ამასთან, თუ უნგრეთი უკრაინასთან მიმართებაში მოლაპარაკებების დაწყების საკითხს ვეტოს დაადებს, საქართველოს განაცხადი ავტომატურად "ჩავვარდება", - წერს საერთაშორისო მედია ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×