რეზონანსი
13.12.2023

ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა გათხაროთ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ, გაშიფრული ხართ - ბილბორდზე ჩამოვხსენით, რადგან მიუღებელი იყო ქართული საზოგადოებისთვის და ჩვენი ლიდერები იყვნენ გამოკრული. ასე ავირჩიეთ, გესმით?!- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, „თუ ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქრა“.

ზარქუამ საზოგადოების მხარდაჭერის კონტექსტში დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი და ლევან ხაბეიშვილი დაახლოებით ერთ სეგმენტზე ოპერირებენ“. მისივე თქმით, ზურაბიშვილი საზოგადოებისთვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ბილბორდები „ოცნების“ ლიდერების ბილბირდებით ჩაანაცვლეს.

„და აქამდე სად იყო? ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, ის დიდი ხანია გაემიჯნა ქართულ ინტერესებს, მმართველ პარტიას, ხალხს და არის ხელმოცარულებთან, ვინც არიან რევოლუციურ სცენარებზე, ანტიევროპულ პოლიტიკაზე აქცენტირებულნი. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტისგან რას ელოდებოდით? დიდი ხანია ოპოზიციაშია. აქ არაფერია ახალი. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჩაფლავდა, ახლა გამოდის ორ ფრონტზე, ერთი იქნება ჩემი „ხაბე“ და მისი შემადგენლობა, ნუ „ლუზერები“ და აქეთ იქნება ვითომ ახალი სისხლი, მათ შორის ქალბატონი ზურაბიშვილი, გვარამია, „ლელო“, გახარია და დანარჩენი ხელმოცარულები. როგორც მანამდე ჩაფლავდა ყველა პროექტი და ვერაფერი მოაწყვეს, იგივე ბედი ეწევა ამას, ბარიერის პროცენტს ვერ გადალახავენ, 5 პროცენტიანს. ასე რომ, ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა გათხაროთ, თქვენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ იმიტომ, რომ გაშიფრული ხართ. თქვენ არ ხართ ქართული საზოგადოების, ქართული ინტერესების მხარდამჭერი და გამტარებელი, რისთვისაც ჩვენ მოგიყვანეთ, მხარს გიჭერდით და ავარჩევინეთ ჩვენს მოსახლეობას (თქვენი თავი), ეს მანდატი ნდობის დაკარგეთ როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე ჩვენი სახელმწიფოსთვის.

მის ამ შეხვედრებს რაც შეეხება, ჩემი „ხაბეს“ შეხვედრები რომ ნახოთ ამერიკაში, რამხელა მხარდაჭერა აქვს - დაახლოებით ერთ სეგმენტზე ოპერირებს ორივე, ეს დიდი „ნაციონალური მოძრაობის“ ღირსეული თავმჯდომარეა და ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც ბილბორდზე ჩამოვხსენით, რადგან მიუღებელი იყო ქართული საზოგადოებისთვის და ჩვენი ლიდერები იყვნენ იქ გამოკრული. აი, ასე ავირჩიეთ, გესმით?! და ახლა თქვენ მეუბნებით, რომ ეს ხელმოცარულების გაერთიანება ორი თუ სამი ფრონტით იქნება რამე (წარმატებული)? არაფერი. ქართველ ხალხს აქვს გააზრებული, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ნიშნავს მშვიდობას, კეთილდღეობას, ევროპულ განვითარებას. გაჩერდით, მისი (ზურაბიშვილის) რეიტინგი არ გაიშვას“, - განაცხადა ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×