რეზონანსი
13.12.2023

ოპოზიციას ის ესმის და ის უნდა გაიგოს, რაც მხოლოდ მას სურს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

„ის პროგრესი, რაც საქართველომ გაიარა, უკვე ასახულია ევროკომისიის ანგარიშში და იმ რეკომენდაციაში, რაც გაიცა საქართველოსთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია. იმ საკითხზე, თუ რამდენად არის საქართველო მზად კანდიდატის სტატუსისთვის, აღარ უნდა იყოს სპეკულაციები", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის განცხადებით, საქართველომ გრძელი გზა გაიარა, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ ქვეყანას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ოლივერ ვარჰეის თქმით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რადგან ეს საუკეთესო რეცეპტია წარმატებისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×