რეზონანსი
13.12.2023

საქართველოსთან მიმართებით არანაირი კითხვები არ არსებობს, უკრაინის საკითხი არის უნგრეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების ნაწილი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი სიმულაცია, რომ საქართველოს საკითხი რამენაირად შეიძლება, მიებას უკრაინას, არასწორია.

„დარწმუნებული ვართ, უკრაინის საკითხზე შეთანხმება მოხდება, მაგრამ ეს ბუნებრივად ვერ მიებმება საქართველოს საკითხს, რაზეც ყველა შეთანხმებულია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რადგან ქვეყანა სტატუსს იმსახურებს. ამიტომ, ნებისმიერი სიმულაცია, რომ საქართველოს საკითხი რამენაირად შეიძლება, მიებას უკრაინას, არასწორია ისევე, როგორც იყო შარშან, როცა დასჭირდა ევროკავშირს, საკითხი გამოყო და სამწუხაროდ, საქართველოს სტატუსი არ მიანიჭა.

ვფიქრობ, ევროკავშირსა და უნგრეთს შორის შეთანხმება მოხდება, თუმცა ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ უკრაინას წარმატებას ვუსურვებთ. რაც შეეხება საბჭოს დასკვნას, ევროპაში რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები აღმოჩნდნენ და საქართველოს ღვაწლი შეაფასეს და დააფასეს ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველო სტატუსს ნამდვილად იმსახურებს. რეფორმები კი, ნებისმიერი ქვეყნისთვის საჭიროა და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. რეფორმების შესრულების გამოცდილება გვაქვს, რადიკალური ოპოზიციის მიერ ფეხის დადების მიუხედავად", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×