რეზონანსი
13.12.2023

შესაძლოა ახლაც დაგვჭირდეს „სისხლიანი ბანერები" იმიტომ, რომ საზოგადოებას სულ უნდა ახსოვდეს, რა დანაშაული აქვს „ნაცმოძრაობას" თავის დროზე ჩადენილი, იმისთვის, რომ მომავალში შეცდომა არ დაუშვან, - ამის შესახებ „ ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებმა განაცხადა.

„ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან. ეს არის ორი წამყვანი სტრატეგიული კონსულტანტი, რომელიც დაგვეხმარება პიარ-კამპანიების დაგეგმვაში შემდეგი 1 წლის განმავლობაში. ისინი ჩვენ გვეხმარებოდნენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და თქვენ იცით, რომ მაშინ ძალიან წარმატებული იყო მათი ეს მხარდაჭერა. მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც პირველ ტურში მხოლოდ 38% ჰქონდა აიღო 60%. საინტერესო რჩევები ჰქონდათ მაშინ მათ, რაც შესაბამისი შედეგის მიღწევაში დაგვეხმარა. ერთ-ერთი მათი რჩევა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილის ბანერები ჩვენი ბანერებით ჩაგვენაცვლებინა, რაც გავითვალისწინეთ, სასარგებლო აღმოჩნდა და შედეგის გაუმჯობესებაში დაგვეხმარა. სხვათა შორის „სისხლიანი ბანერები" იყო თუ როგორი იყო ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ბანერები ძალიან კარგად ასახავდა „ნაცმოძრაობის" სახეს. თუმცა, ეს მათი იდეა არ იყო, სხვა კონსულტანტებისგან გაჩნდა, რაც, ასევე, ძალიან წარმატებული იყო. შეიძლება ახლაც დაგვჭირდეს ასეთი ბანერები, იმიტომ, რომ საზოგადოებას სულ უნდა ახსოვდეს, რა დანაშაული აქვს „ნაცმოძრაობას" თავის დროზე ჩადენილი იმისთვის, რომ შეცდომა არ დაუშვან მომავალში", - აღნიშნა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×