რეზონანსი
13.12.2023

გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის მისაღებად ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ეს ყველაფერი დააფასა ევროკომისიამ, რომელმაც დადებითი რეკომენდაცია გასცა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ „ევროპული საბჭო წერტილს დაუსვამს ამ პროცესს" და დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება იმას, ვინ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რა თქმა უნდა პირველ რიგში ქართველი ხალხი იმსახურებს სტატუსს, რომელმაც ჩვენთან ერთად ძალიან ბევრი რამ გამოიარა, გაუძლო ბევრს და ძალიან პრაგმატულად შეხედა ბევრს რამეს. სწორედ ხალხის დამსახურებაა ის, რომ დღეს ხელისუფლებაშია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო ინტერესებისთვის", - აღნიშნა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×