რეზონანსი
13.12.2023

ოპოზიცია თვითდემონიზების პროცესშია, ამას არც პიარტექნოლოგი სჭირდება და არც ჩვენი რაიმე ბიძგი და წახმარება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„რა დემონიზებაზე და ნეგატიურ კამპანიაზე შეიძლება ისაუბროს „ლელოს" მიერ დაფინანსებულმა ტელევიზიამ, რომლის მთავარი ხაზი არის პუტინი, რუსეთი, რუსული მთავრობა, ოლიგარქია და ა.შ. იმის თქმა მინდა, რომ მაშინ, როდესაც ოპოზიციის მთელი პოლიტიკა, არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანია, ერთადერთი პოლიტიკური ხაზი, რაც აქვს ოპოზიციას არის საუბარი რუსეთზე, მეტი არაფერი შეუძლიათ. ეს არის სწორედ დემონიზება და რადიკალური და მადისკრედიტებელი დღის წესრიგი. რა დემონიზება სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას, შევხედოთ ვინ არის რადიკალური ოპოზიცია. ოპოზიციას, რომელსაც მართავენ ოლიგარქები, დაფუძნებულია ძალადობაზე, ეროვნული ინტერესების ღალატზე, მეტი რა დემონიზება სჭირდებათ გარდა იმისა, რასაც თვითონ უკეთებენ საკუთარ თავს. თვითდემონიზების პროცესში არიან. ამას არც პიარტექნოლოგი სჭირდება და არც ჩვენი რაიმე ბიძგი და წახმარება", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×