რეზონანსი
13.12.2023

რამდენიმე დღე გვაშორებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან, რომელიც საქართველოს გადაიყვანს ევროკავშირის წევრობის გზაზე შემდგომ ეტაპზე, ჩვენ ვადგავართ საერთო გზას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ტრანსფორმაციის შესახებ ანგარიშის წარდგენაზე. დღეს ჩვენ სულ რაღაც რამდენიმე დღე გვაშორებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გადაიყვანს ევროკავშირის წევრობის გზაზე შემდგომ ეტაპზე. ჩვენ ვადგავართ საერთო გზას. ათი წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის შესრულებას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის საშუალებით. ეს არის საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარების ფლაგმანი", - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×