რეზონანსი
13.12.2023

 სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, იმ წარმატების თანამოზიარე გახდეს, რომელიც ქვეყანაში საქართველოს ხელისუფლებამ მოიტანა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური შეფასების მიღება მოხერხდა, სალომე ზურაბიშვილს რიტორიკის შეცვლა მოუწია.

„არ მინდა, ნიშნის მოგებად ჩამომერთვას, მაგრამ მგონია, რომ საკუთარ დაშვებულ შეცდომას პრეზიდენტიც მიხვდა, როცა ცდილობდა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ისე წარმოეჩინა, თითქოს საქართველოში პროგრესი არ არის, თითქოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს და ა.შ. მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური შეფასების მიღება მოხერხდა, რა თქმა უნდა, მას რიტორიკის შეცვლა მოუწია. ის ახლა ცდილობს, თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. შესაბამისად, ცდილობს, იმ წარმატების თანამოზიარე გახდეს, რომელიც ქვეყანაში საქართველოს ხელისუფლებამ მოიტანა. კარგი იქნებოდა, რომ ზურაბიშვილის მხრიდან ამ მცდარ რიტორიკას სწორი შეფასება ცოტა უფრო ადრე მოჰყოლოდა, ვიდრე ეს 8 ნოემბრის შემდეგ გააკეთა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×