რეზონანსი
12.12.2023

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან გიორგი ბუთხუზთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარაში, ქალაქ ბათუმში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა მინისტრი სერვისცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ახლად გარემონტებული შენობაც დაათვალიერა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი.

ბათუმში, ერთიანი მომსახურების ცენტის გახსნა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების გაძლიერებასა და საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

დღეიდან მოქალაქეები 50-მდე საპოლიციო მომსახურებას, ერთ სივრცეში მიიღებენ. მათ შორის: ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმებას ან ჯარიმით შეცვლას, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღებას, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო

საშუალების გაყვანაზე თანხმობას და სხვა.

საპატრულო პოლიციის თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×