რეზონანსი
12.12.2023

აღიარება და ცინიზმი - ასე აფასებს ლაზარე გრიგორიადისის განცხადებას "მოლოტოვის კოქტეილის" სროლასთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისი ცინიკურად უყურებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. 

"ეს არის აღიარებასთან ერთად უკიდურესი ცინიზმი. ზოგადად, ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებაა გულწრფელი აღიარება და მონანიება. მაგრამ, როდესაც ცინიკურად უყურებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ესე ცინიკური განცხადებებით გამოდის, ეს არის ბრალის დამამძიმებელი გარემოება. ეს ახალგაზრდა ადამიანი წააქეზეს ამ დანაშაულის ჩასადენად. არსებობენ სხვა ადამიანები, უკვე შემდგარ პოლიტიკოსებს რომ უწოდებენ თავის თავს, რომლებიც ამას აქეზებენ, ამას ამართლებენ.

შესაბამისად, ეს ადამიანიც ამ ნარატივზე გადაერთო და მივიღეთ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, პოლიციელის დაწვის მცდელობა და შემდეგ ცინიკური დამოკიდებულება, რაც არის უკიდურესად დამაზიანებელი და სამწუხარო. მე დარწმუნებული ვარ, გავა წლები და ეს ადამიანიც კი გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ, არის წარმოუდგენელი და უპატიებელი," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×