რეზონანსი
12.12.2023

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი იმ 1000-მდე სკოლაში, სადაც დირექტორების არჩევა არ მოხდა და სადღაც სამ-ოთხ თვეში დარჩენილ სკოლებს ახალი დირექტორები ეყოლებათ.

„გამოხმაურება მოჰყვა იმ სკოლის დირექტორების კონკურსს, რომელიც დაწყებული იყო, როდესაც მე დავინიშნე და პროცესი უკვე მიმდინარეობდა. აქაც ჩვენ დავაკვირდით პროცესს და 840 სკოლაში, მეგობრებო, სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს სკოლის დირექტორები სამინისტროს და მინისტრის ჩაურევლად. შესაბამისად, აქ, მგონი, პასუხი გაცემულია ყველა კრიტიკოსისთვის, როდესაც ისინი გარკვეულ არაობიექტურობაზე საუბრობენ, ვინაიდან სასკოლო საზოგადოებამ თავად გადაწყვიტა ამ სკოლებში, თუ ვინ უნდა იყოს სკოლის დირექტორი.

რა თქმა უნდა, ჩვენ დარჩენილ დაახლოებით 1000 სკოლაში კვლავ გვაქვს გამოსაცხადებელი კონკურსი და სულ გვაკრიტიკებენ, რომ არ მოხდა კანდიდატების წარმოდგენა. არ მოხდა იმიტომ, რომ ფიზიკურად კონკურსში არ იღებდა ამდენი კანდიდატი მონაწილეობას. ამიტომ პირდაპირ მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს უახლოეს მომავალში სრულიად სამართლიანი, ინკლუზიური, გამჭვირვალე კონკურსები გამოცხადდება იმ დარჩენილ სკოლებში,  სადაც ვერ მოხდა შერჩევა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც აქვს სერტიფიცირება ან უნდა რომ მოიპოვოს სერტიფიცირება ყველას, ხაზგასმით ვამბობ, მივცემთ შესაძლებლობას, რომ შემოვიდეს კონკურსში და უზრუნველვყოფთ, რომ სკოლებში არჩევნები იყოს გაცილებით მრავალფეროვანი“, – თქვა  გიორგი ამილახვარმა.

შეგახსენებთ, რომ დირექტორთა კონკურსის მონაწილეები  მაია ეკალაძე და დავით ფერაძე მეცხრე დღეა განათლების სამინისტროსთან აპროტესტებენ დირექტორთა სერტიფიცირების შედეგებს და მოითხოვენ – დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილი კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×