რეზონანსი
12.12.2023

კორუმპირებული კეზერაშვილი, ყაჩაღი მძარცველი, ბიძინა ივანიშვილზე აკეთებს სიუჟეტს მის ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტთან დაკავშირებით, ეს არის ჩვეულებრივი „ნაცური" თავხედობა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არჩევნების შემდეგ „ნაცურ" თავხედობას კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი.

„ეს არის ტიპური „ნაცური" თავხედობა თქვენ იცით, ეს არის კეზერაშვილის ტელეკომპანია, რომელმაც სახელი გაითქვა კორუფციით, ყაჩაღობით, ბიზნესის რეკეტით, პენსიონერების ძარცვით და ასეთი ადამიანის ტელევიზია ახლა საუბრობს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტზე. ერთ მხარეს არის კეზერაშვილი „ნაცი", რომელმაც მილიონები მოპარა ქართველ ხალხს, დააყაჩაღა და მეორე მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მარტო ქველმოქმედებაზე აქვს დახარჯული 3 მილიარდი დოლარი. ეს კაცი, კორუმუპირებული კეზერაშვილი, ყაჩაღი მძარცველი, ბიძინა ივანიშვილზე აკეთებს სიუჟეტს მის ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტთან დაკავშირებით, ეს არის ჩვეულებრივი „ნაცური" თავხედობა ასე დავარქმევდი. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ცოტა ლოიალობით ვუყურებდით „ნაცურ" თავხედობას, მაგრამ არჩევნების შემდეგ ასეთ „ნაცურ" თავხედობას კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი.

მე საუბარი მქონდა „ნაცურ" თავხედობაზე, ეს შეიძლება, გამოხატული იყოს მედიიდან და არა მატო მედიიდან, აქ მთავარი თემა მედია კი არ არის, მთავარი არის „ნაცური" თავხედობა. როდესაც კეზერაშვილს აქვს ამის საშუალება, რომ თავხედურად მძარცველმა, კორუმპირებულმა, უბედურმა ადამიანმა ისაუბროს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტზე ნეგატიური კუთხით. თქვენ იცით, 10 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს დენდროლოგიურ პარკს, ეს არის უნიკალური პარკი, რომელიც შეიქმნა. მთელი მრავალწიანი კამპანია ჰქონდათ მიძღვნილი დენდროლოგიური პარკის მიმართ, თითქოს თავისთვის ეზოს მოწყობას ცდილობდა ბიძინა ივანიშვილი. სინამდვილეში შეიქმნა უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომელიც უნიკალურია მთელ რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით იშვიათია ასეთი ლოკაციები. მილიონით მნახველს და ტურისტს აქვს იმის საშუალება, რომ ნახოს საკუთარი თვალით ეს უნიკალური პარკი. აქაც კი, მძარცველი კეზერაშვილი, ყაჩაღი, კორუმპირებული კაცი სიუჟეტებს უძღვნის ამ თემას, ეს ხომ არის „ნაცური" თავხედობა, მედია აქ არაფერ შუაში არ არის. რაც შეეხება „ნაცურ" თავხედობას, ისინიც არიან „ნაცური" თავხედობის თანამონაწილეები. „ნაცურ" თავხედობას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. ხომ აღიარებთ, რომ „ნაცური" თავხედობა არის მიუღებელია? „ნაცურ" თავხედობას სჭირდება რაღაც კანონის ფარგლებში, კანონის მთელი სიმკაცრით ასეთ „ნაცურ" თავხედობებს არჩევნების შემდეგ, უნდა გაეცეს პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×