რეზონანსი
12.12.2023

უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონპროექტი, რომელიც იურიდიულ პირებს პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსებას უზღუდავს, ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციაა და მმართველი გუნდი ამ კანონპროექტის ლობისტი არ ყოფილა.

დავითულიანის განმარტებით, მმართველი გუნდი, კანონპროექტის მიღებით, ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციას ასრულებს და არანაირი სხვა მოტივი არ აქვს.

"ეს არის ჩვენი პარტნიორების რეკომენდაცია, ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, რომ იურიდიული პირების დაფინანსება, პოლიტიკურ სუბიექტებს შეეზღუდოთ. ჩვენ არ ვართ არც ამის ინიციატორები და არც ამის ლობისტები. ჩვენ, უბრალოდ, აღვასრულებთ ამ რეკომენდაციას. თვითონ იციან, რომ აპრიორში წააგებენ არჩევნებს და დისკრედიტაციას იწყებენ, თესლს ყრიან მიწაში, რომ მერე თქვან, თითქოს ესეც იყო პრობლემა. საერთოდ არ გვაქვს ამაზე პრინციპული პოზიცია", - განაცხადა დავითულიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×