რეზონანსი
12.12.2023

საქართველო იმსახურებს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში, ეს შედის როგორც საქართველოს, ისე ევროპის ინტერესებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შედის რეგიონის ინტერესშიც.

„მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის ხელისუფლებას, აზერბაიჯანს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ბაქოში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ის გზავნილი და მხარდაჭერა, რომელიც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააჟღერა საერთაშორისო არენაზეც. რა თქმა უნდა, ამ მომენტში ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შედის მთლიანად რეგიონის, აზერბაიჯანის ინტერესებშიც და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე. ძალიან ცოტა დრო რჩება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე, არამედ მომავალზეც ორიენტირებული. ჩვენი ქვეყანა როდესაც გადადის ბოლო, გაწევრიანების ეტაპზე, საქართველომ უნდა მიიღოს, საქართველო იმსახურებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში, ეს შედის როგორც საქართველოს, ისე ევროპის ინტერესებშიც. მჯერა, მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც განაპირობებს ევროპული მომავლის ხედვა, უსაფრთხოების არქიტექტურა ევროპაში და რაც მთავარია, საქართველოს ფუნქცია და ღირებულება საერთო ევროპულ პოლიტიკაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×