რეზონანსი
12.12.2023

იქ [გეგმაში] ცალსახად ჩანს 9 კონკრეტულ აქტივობასთან ვადაში გაწერილი თანმიმდევრობა, შესაბამისად, აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ვაგრძელებთ იმ პასუხისმგებლობიან პოლიტიკას, რომელსაც ჩვენგან ელოდებიან ევროპელი პარტნიორები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ 9 დათქმასთან დაკავშირებით დამტკიცებული გეგმა როგორც ევროკომისიას, ისე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გაიზიარეს.

„მას მერე, რაც კომისიამ მიიღო რეკომენდაციები საქართველოსთან მიმართებაში, მყისიერად და ტრადიციულად გავაკეთეთ სწრაფი რეაგირება ამაზე. ჩავატარეთ ევროინტეგრაციის კომისია, ძალიან ნაყოფიერი მუშაობა საპარლამენტო გუნდთან და საბოლოო ჯამში, ძალიან მალე მივიღეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც როგორც კომისიას, ასევე წევრი ქვეყნებისთვის გაზიარებულია. იქ [გეგმაში] ცალსახად ჩანს 9 კონკრეტულ აქტივობასთან ვადაში გაწერილი თანმიმდევრობა, შესაბამისად, აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ვაგრძელებთ იმ პასუხისმგებლობიან პოლიტიკას, რომელსაც ჩვენგან ელოდებიან ევროპელი პარტნიორები", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

9 დათქმასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმა ევროკომისიას უკვე ჩაბარდა. დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი რეკომენდაციების შესრულების ხედვა, პასუხისმგებელი უწყებები და ვადები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×